ka | en
TSU

ჰიდროფილური მიცელური ხსნარებიდან მეთილენის ლურჯის გამოთავისუფლების პროცესის შესწავლა

ავტორი: ნანა ძაძამია
საკვანძო სიტყვები: მეთილენის ლურჯი, წამლის გამოთავისუფლება, დიფუზიური ექსპონენტა, ზედაპირულად აქტიური ნივთიერება
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომში შესწავლილია მიკროემულსიებიდან ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართე სპექტრის მქონე სამკურნალო საშუალების [7-(დიმეთილამინო) ფენოთიაზინ-3-ილიდენ] დიმეთილაზანიუმის ქლორიდის გამოთავისუფლების პროფილი. მიკროემულსიები მზადდებოდა არაიონური და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების პოლიოქსიეთილენ (20) ცეტილის ეთერის, პოლიოქსიეთილენ (4) ლაურილის ეთერის, პოლიოქსიეთილენ (23) ლაურილის ეთერის, პოლიოქსიეთილენ (20) სორბიტანის მონოოლეატის, პლურონიკი 31R1-ის და ნატრიუმის ქოლატის საფუძველზე. ფოსფატური ბუფერი (pH=7.4) გამოიყენებოდა როგორც რეცეპტორული ხსნარი, დონორულ ფაზას წარმოადგენდა მიკროემულსიაში გახსნილი მეთილენის ლურჯი. ექსპერიმენტები ტარდებოდა დიალიზის მეთოდით ცელულოზის მემბრანების გამოყენებით. შედეგები დამუშავდა კოსმაიერ-პეპასის მოდელის ფარგლებში. გაანგარიშებულია დიფუზიური ექსპონენტა და კინეტიკური კონსტანტა თითოეული მიკროემულსიისთვის.


მიმაგრებული ფაილები:

ჰიდროფილური მიცელური ხსნარებიდან მეთილენის ლურჯის გამოთავისუფლების პროცესის შესწავლა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com