ka | en
TSU

ტეტრაჰიდროზოლინის ენანტიომერების გარდამნის ქრომატოგრაფიული გამოკვლევა

ავტორი: ნინო ჭაუჭიძე
საკვანძო სიტყვები: კინეტიკა, სიჩქარის მუდმივა, აქტივაციის ენერგია, რაცემიზაცია, ენანტიომერიზაცია
ანოტაცია:

მოცემულ ნაშრომში სითხური ქრომატოგრაფიის და კლასიკური ქიმიური კინეტიკის მეთოდების გამოყენებით შესწავლილია ტეტრაჰიდროზოლინის ენანტიომერების ენანტიომერიზაციის და რაცემიზაციის რეაქციების სიჩქარის კინეტიკა. ექსპერიმენტში გამოყენებული სვეტია: ამილოზა-1 , ხოლო მოძრავი ფაზა ჰექსან-ეთანოლის ნარევი, დიეთილამინის სხვადასხვა რაოდენობის დანამატით. ნაშრომის მიზანი იყო შეგვესწავლა დიეთილამინის გავლენა, როგორც შესაძლო ჰომოლოგიური კატალიზატორის, ტეტრაჰიდროზოლინის ენანტიომერების გარდაქმნაზე. ნაშრომი ასევე მოიცავს რაცემიზაციის კინეტიკურ პარამეტრებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com