ka | en
TSU

ოქსაზეპამის ენანტიომერების გარდაქმნის ქრომატოგრაფიული გამოკვლევა

ავტორი: ჯული ფარქოსაძე
ანოტაცია:

წინამდებარე კვლევის მიზანი იყო ოქსაზეპამის ენანტიომერების გარდაქმნის შესწავლა ცელულოზა ტრის (3,5-მეთილფენილკარბამატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებულ და იმობილიზებული ცელულოზა ტრის (3,5-დიქლორფენილკარბამატის) ქრომატოგრაფიულ სვეტებზე სითხურ ქრომატოგრაფიაში მოძრავ ფაზად მეთანოლის გამოყენებით და შესაბამისი პროცესის კინეტიკური დახასიათება. აგრეთვე მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია ოქსაზეპამის ენანტიომერების ფრაქციონირება და თითოეული ენანტიომერისთვის რაცემიზაციის რეაქციის სიჩქარის განსაზღვრადა და ამ პროცესში დიეთილამინის, როგორც შესაძლო ჰომოგენური კატალიზატორის როლის შესწავლა. ენანტიომერიზაცია ეს არის პროცესი, რომელიც აღწერს ერთი ენანტიომერის მეორე ენანტომერში შექცევად გადასვლას მიკროსკოპულ დონეზე.


მიმაგრებული ფაილები:

ოქსაზეპამის ენანტიომერების გარდაქმნის ქრომატოგრაფიული გამოკვლევა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com