ka | en
TSU

საქართველოს სხვადასხვა სახეობის ღვინის ქიმიური შედგენილობის კვლევა

ავტორი: მარიამ ურუმბეგაშვილი
ანოტაცია:

ღვინის გლობალურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვინის ქიმიური შედგენილობის კვლევა. ღვინის ქიმიური ანალიზი აუცილებელია პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო ბაზრის მარეგულირებელი კანონების შესაბამისობაში, აგრეთვე ყურძნისა და ღვინის წარმოების ფუნდამენტური ასპექტების გასაგებად წარმოების პროცესების გასაუმჯობესებლად. ამ სფეროში ბოლო წლების განმავლობაში ინსტრუმენტული ანალიზის მოწინავე მეთოდები უფრო ფართოდ იქნა გამოყენებული. ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოდგენდა საქართველოს სხვადასხვა სახეობის ღვინოების ქიმიური შედგენილობის კვლევა. ამისათვის გამოვიყენეთ საერთაშორისოდ აღიარებული ქიმიურ-ფიზიკური და ფიზიკური (FTIR) მეთოდები. ღვინის დაყენებისას თუ შენახვა-დაძველებისას აუცილებელია მისი პერიოდული ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი.


მიმაგრებული ფაილები:

საქართველოს სხვადასხვა სახეობის ღვინის ქიმიური შედგენილობის კვლევა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com