ka | en
TSU

ოზონის კონცენტრაციის გაზომვა ატმოსფერულ ჰაერში ბიუჯეტური სენსორების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით

ავტორი: ლევანი თურმანიძე
ანოტაცია:

ატმოსფერო, რომელიც დედამიწის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია, მუდმივ ცვლილებებს განიცდის. ასეთი ცვლილებები მნიშვნელოვანი გახდა დედამიწის მოსახლეობისა და ადამიანთა საქმიანობების მასშტაბების ზრდის გამო. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა. ვინაიდან ამ პრობლემის დიდ ნაწილზე პასუხისმგებლები ვართ ადამიანები და ყოველდღიურად გამოვცდით ჩვენს თავზე ატმოსფეროს დაბინძურების შედეგეად წარმოქმნილ საფრთხეებს, ამიტომ საჭიროა თითოეული ჩვენთაგანის ჩართულობა ამ საკითხის გარშემო. რადგანაც ატმოსფეროს ხარისხზე ზრუნვა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, ამიტომ წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენს გამოიცადოს ოზონის ბიუჯეტური სენსორის ვარგისიანობა ატმოსფეროს ანალიზისათვის. იმისთვის, რომ დადგენილ იქნას რამდენად ზუსტად ზომავს სენსორი, სენსორის მონაცემები შევადარეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს. კვლევისთვის გამოყენებული იქნა Alphasense-ის წარმოების MOS-ს ტიპის ოზონის სენსორი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახდენდა მონაცემების ჩაწერას. ნაშრომი შესრულებულ იქნა SMART|AtmoSim_LAB-ის ბაზაზე.


მიმაგრებული ფაილები:

ოზონის კონცენტრაციის გაზომვა ატმოსფერულ ჰაერში ბიუჯეტური სენსორების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com