ავტორიზაცია
მარტვილის რაიონის მიწისქვეშა წყლების ჰიდროქიმიური კვლევა
ავტორი: ნინო ხაჟომიასაკვანძო სიტყვები: წყალი, კვლევა, მარტვილი
ანოტაცია:
წყალი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია. ბუნებრივი წყლებიდან სასმელი დანიშნულებით გამოიყენება მიწისქვეშა წყლები, სუფთა მტკნარი წყალი კი ჯანმრთელობის წინაპირობაა. საქართველოს მრავალ რეგიონში სასმელად გამოიყენება წყაროს ან ჭის წყლები. ხშირ შემთხვევაში ამ წყლების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამასთანავე უმეტეს შემთხვევაში სრულიად გამოუკვლეველია ამ წყლების ქიმიური და მიკრობიოლოგიური შემადგენლობა, არ არის დადგენილი წყლის ხარისხი და ქიმიური შემადგენლობა. ჩვენ მიზნად დავისახეთ დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი მარტვილის რაიონის რამდენიმე წყაროსა და ჭის წყლის ქიმიური გამოკვლევა, რომლებსაც გამოყენების დიდი ხნის ისტორია აქვს და მოსახლეობაში დიდი ინტერესებით სარგებლობს, რათა განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით დაგვედგინა ქიმიური შემადგენლობა.