ka | en
ავტორიზაცია
გურჯაანის რაიონის რამდენიმე წყაროს ქიმიური შედგენილობის კვლევა
ავტორი: ქეთევან ჯაშიაშვილისაკვანძო სიტყვები: წყალი, კვლევა, ქიმიური შემადგენლობა
ანოტაცია:
საქართველოს წყლის დიდი რესურსი გააჩნია. მტკნარი წყალი ჯანმრთელობის წინაპირობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელად იყენებს წყაროს წყლებს, რომელთაც გამოყენების დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა არ არის გამოკვლეული მათი ბიოლოგიური და ქიმიური შედგენილობა. ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სასმელი წყლის ქიმიური შემადგენლობა. გურჯაანის რაიონის სოფლებში მრავლად გვხვდება წყაროს წყლები, რომელთა ქიმიური შემადგენლობა არ არის ცნობილი და რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა სასმელად აქტიურად მოიხმარს. ჩვენ მიერ საკვლევად შერჩეულ წყლის სინჯებში გამოვიკვლიეთ ძირითადი იონებისა და აზოტის ნაერთების შემცველობა. დავადგინეთ წყლის ტიპები.