ka | en
TSU

აზოტის ოქსიდების კონცენტრაციის გაზომვა ატმოსფერულ ჰაერში ბიუჯეტური სენსორებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით

ავტორი: მონიკა ქართველიშვილი
ანოტაცია:

ატმოსფერო დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის უმთავრესი პირობაა. მისი ქვედა საზღვარს წარმოადგენს დედამიწის ზედაპირი, ოკეანე და ბიოსფერო, რომელსაც ასევე პლანეტარულ სასაზღვრო შრეს უწოდებენ. შესაბამისად, ამ შრის შემადგენლობაზე, განსაკუთრებით ბოლო ასწლეულში, მკვეთრად მოქმედებს ადამიანის საქმიანობა. საქართველოს მრავალ რეგიონში შექმნილი საავტომობილო საცობები, სამრეწველო სამუშაოები და კომუნალური სამსახურები დიდ გავლენას ახდენს აზოტის ოქსიდების კონცენტრაციის მატებაზე. რადგანაც ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობისა და ცოცხალი გარემოს ჯანსაღი ცხოველქმედების წინაპირობაა, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ, გამოგვეკვლია ქალაქ თბილისის რამდენიმე ცენტრალური რაიონი და შეგვესწავლა აზოტის ოქსიდებით დაბინძურების მონიტორინგის - კომერციული ბიუჯეტური სენსორული ნაკრების -SOWA გაზომვის სიზუსტე ტრადიციულ გაზომვის მეთოდებთან შედარებით , კვლევა კი ჩატარდა SMART| AtmoSim_Lab-ის ბაზაზე და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com