ka | en
TSU

ადამიანის სხვადასხვა სახით ტრანფორმირებულ ნერვულ უჯრედებში ენდოგენური ზრდის შემაკავებელი ფაქტორის იდენტიფიცირება და შედარებითი დახასიათება

ავტორი: ალექსანდრე კორძაძე
ანოტაცია:

ჩატარებულია ადამიანის თავის ტვინის სხვადასხვა ხარისხით ტრანსფორმირებული უჯრედებიდან გამოყოფილი თერმოსტაბილური ცილების კომპლექსების კომპონენტების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი. ნაჩვენებია, რომ ადამიანის თავის ტვინის კეთილთვისებიანი(ადენოჰიპოფიზის ადენომა) და ავთვისებიანი (გლიობლასტომა) სიმსივნური ქსოვილებიდან გამოყოფილი უჯრედების გამრავლების მაინჰიბირებელი ენდოგენური თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსები განსხვავდება აქტიური საწყისის (კალმოდულინი) რაოდენობრივი შემცველობის მიხედვით. დადგენილია ასევე, რომ ადენოჰიპოფიზის ადენომით დიაგნოსტირებული პაციენტის სიმსივნური ქსოვილიდან მიღებული თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსი არ ავლენს მოზარდი ვირთაგვების პროლიფერადი ქსოვილების უჯრედების გამრავლებაზე დამთრგუნველ ზემოქმედების უნარს, რაც მასში აქტიური საწყისის მინორული შემცველობით აიხსნება. ამავე დროს ნაჩვენებია, რომ გლიობლასტომით დიაგნოსტირებული პაციენტის სიმსივნური ქსოვილიდან მიღებული ცილოვანი კომპლექსის მოზარდი ვირთაგვების მხოლოდ ღვიძლის უჯრედების გამრავლებაზე მასტიმულირებელი ზემოქმედება განპირობებულია ამ უჯრედებში ანდროგენის რეცეპტორებისა და აღნიშნულ კომპლექსში მათთან ფუნქციურად შეჭიდული აქტიური საწყისის (კალმოდულინი) მაჟორული შემცველობით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com