ka | en
TSU

ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიან სიმსივნურ უჯრედებიდან გამოყოფილი ზრდის შემაკავებელი ფაქტორის იდენტიფიცირება და მოქმედების შესწავლა

ავტორი: ქრისტინე ბართია
ანოტაცია:

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით დიაგნოსტირებული პაციენტების პოსტოპერაციული მასალიდან სპირტული ექსტრაქციის მეთოდით გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი (თცკ). კომპლექსის ცილოვანი კომპონენტების შედარებითი შესწავლით დადგენილია, რომ სხვა ეუკარიოტული ორგანიზმების უჯრედებიდან გამოყოფილი ცილოვანი კომპლექსების მსგავსად, პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნის უჯრედებიდან მიღებული კომპლექსი შეიცავს ცილების ორ ქვეფრაქციას: შედარებით მაღალმოლეკულურ 20-120კდ და დაბალმოლეკულურს 12-17კდ. ამავე დროს, პოლიაკრილამიდის გელში ელექტროფორეზის გზით პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური უჯრედების თცკ-ში გამოვლინდა აქტიური კომპონენტის (კალმოდულინი, მოლეკულური წონა 12-14კდ) მინორული შემცველობა. იმუნოჰისტოქიმიური ანალიზის საშუალებით დადასტურებულია, რომ კალმოდულინის მცირე რაოდენობა ტიპიურია ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური უჯრედებისათვის. შესწავლილია ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური უჯრედებიდან გამოყოფილი თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსების გავლენა მოზარდი ვირთაგვების სხვადასხვა (ღვიძლი და თავის ტვინი) ქსოვილის პროლიფერაციულ აქტიურობაზე. ნაჩვენებია, რომ ცილოვანი კომპლექსი არ ავლენს დამთრგუნველ ზემოქმედებას მოზარდი თეთრი ვირთაგვების თავის ტვინისა და ღვიძლის ქსოვილების პროლიფერაციულ აქტიურობაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com