ავტორიზაცია
ქამა სოკოს (Agaricus bisporus) ნაყოფსხეულის ლექტინების ზოგიერთი ბიოლოგიური ფუნქციების შესწავლა ცხოველურ სისტემაში in vitro
ავტორი: ნატო მენთეშაშვილიანოტაცია:
ანოტაცია ნატო მენთეშაშვილის სამაგისტრო ნაშრომი ქამა სოკოს (Agaricus bisporus) ნაყოფსხეულის ლექტინების ზოგიერთი ბიოლოგიური ფუნქციების შესწავლა ცხოველურ სისტემაში in vitro“ განეკუთვნება ფართოდ გამოყენებული საკვები სოკოს სათბურის პირობებში ქართულ ტორფზე კულტივირებული Agaricus bisporus-ს ნაყოფსხეულიდან გამოყოფილი ლექტინების ბიოლოგიური თვისებების შესწავლას მოდელურ ცდებში ინ ვიტრო სისტემაში. ჩატარებული კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ კულტივირებული ქამა სოკოს Agaricus bisporus-ის ნაყოფსხეულიდან გამოყოფილი ლექტინები მთელი რიგი ბიოქიმიური მახასიათებლებით განსხვავდება ცნობილი კომერციული Agaricus bisporus-ის ABA/AAL აგლუტინინისგან. ქართულ ტორფზე კულტივირებული ქამა სოკოს (Agaricus bisporus-ის) ნაყოფსხეულის ქუდიდან და ფეხიდან გამოყოფილი გალაქტოზა/ლაქტოზა და აცეტილგლუკოზამინ-სპეციფიკური ლექტინური ფრაქციების ეფექტი სიცოცხლისუნარიანობაზე დამოკიდებულია უჯრედების ტიპზე (ვირთაგვას ღვიძლის უჯრედები, ადამიანის პერიფერიული სისხლის ლიმფოციტები) და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე (ჯანმრთელი ლიმფოციტები, სიმსივნური ხაზის-ლეიკემიური MEC1 უჯრედები, პროსტატას სიმსივნეს PC3-ხაზის უჯრედები). მიუხედავად იმისა, რომ ABL ლექტინი და გამოყოფილი ლექტინები განსხვავებულ ეფექტს ავლენენ ვირთაგვას ღვიძლის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობაზე, უჯრედების ამავე მოდელში მკაფიოდ ვლინდება ტესტირებული ლექტინების ანტი-აპოპტოზურ ეფექტი: მაგრამ იმუნობლოტინგით მკაფიოდ ვლინდება პრო-აპოპტოზური ფაქტორების - ფოსფორილირებული Bad-ის, Bax-ის და p38-ის სინთეზის დათრგუნვა და ანტი-აპოპტოზური BCL-2 -ის სინთეზის ინდუქცია.