ავტორიზაცია
6(1H-ინდოლ-2-ილ)ქინაზოლინ-2,4-დიამინის სინთეზი
ავტორი: მარიამ ბუხაიძეანოტაცია:
სინთეზირებულია ქინაზოლინის ბირთვის შემცველი ახალი ჰეტეროციკლური სისტემა 6(1H-ინდოლ-2-ილ)ქინაზოლინ-2,4-დიამინი. მიზნობრივი პროდუქტის სინთეზი განხორციელდა ორ საფეხურად, 2-(პარაამინოფენილ)ინდოლის ბაზაზე. პირველ საფეხურზე მოხდა 2-(პარაამინოფენილ)ინდოლის ურთიერთქმედება ნატრიუმის დიციანამიდთან დიფენილფორ¬მა¬მიდ¬¬ში. მიღებული იქნა შუალედური პროდუქტი მონოგუანიდინი - ( N-ციანო-N-(1H-2ფენილინდოლ-4-ილ)გუანიდინი. განხორციელდა მონოგუანიდინის ციკლიზაცია პოლიფოსფორმჟავით 80-85°C ტემპერატურაზე, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამიზნე პროდუქტი 6(1H-ინდოლ-2-ილ)ქინაზოლინ-2,4-დიამინი. პროდუქტების გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით, შეირჩა მიღებული შუალედური ნაერთის მონოგუანიდინისა და პოლიფოსფორმჟავას ურთიერთქმედების ოპტიმალური პირობები. მიღებული ახალი ჰეტეროციკლის ბიოლოგიური აქტიურობა საყურადღებოა ახალი ფარმაცევტული პრეპარატების სკრინინგისთვის.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]ანოტაცია [ka]