ავტორიზაცია
ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი
ავტორი: ნიკოლოზ გონიევითანაავტორები: ნინო გაგნიძე, გიორგი ხორბალაძე, ალექსანდრე მუტაფიანი
საკვანძო სიტყვები: ელექტრონული ჟურნალი, სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო პუბლიკაციები, უნიფიცირებული სამეცნიერო პლატფორმა
ანოტაცია:
ონლაინ პლატფორმაზე დაფუძნებული სამეცნიერო ჟურნალი ელექტრონული სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამასთან, არის გაცილებით ეფექტური საშუალება, რათა მონიტორინგი გაუწიოს სამეცნიერო ნაშრომების შეფასებას და გაზარდოს მასთან დაკავშირებული პროცესების წარმადობა. პროექტის ფარგლებში შემუშავებულია ელექტრონული ჟურნალის პლატფორმა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ჟურნალის მართვის სისტემის ყველა ძირითად კომპონენტს. სისტემა უზრუნველყოფს სარედაქციო პროცესებს: ნაშრომთა კლასიფიკაცია, ანოტაცია, გამოქვეყნება, გრძელვადიანი შენახვა, სტატისტიკის გამოყენება და სხვა. ელექტრონული ჟურნალი უზრუნველყოფს არა მხოლოდ სტატიების დისტანციურად დათვალიერების შესაძლებლობასა და მის გამოქვეყნებამდე არსებული პროცედურების დაჩქარებას, არამედ მიზნად ისახავს უნიფიცირებული სამეცნიერო პლატფორმის შექმას.
მიმაგრებული ფაილები:
ელექტრონული-სამეცნიერო-ჟურნალი-პრეზენტაცია [ka]