ka | en
TSU

მდინარე მაშავერაში მთავარი იონების და ზოგიერთი მძიმე ლითონის შემცველობა

ავტორი: ია მამუკაშვილი
საკვანძო სიტყვები: მდინარე მაშავერა, მინერალიზაცია, სპილენძი
ანოტაცია:

ბუნებრივი ობიექტების ( წყალი, ნიადაგი, ჰაერი ) დაბინძურება დიდ საფრთხეს უქმნის, როგორც ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემების მთლიანობას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა მადნეულის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატთან ახლოს აღებული მდინარე მაშავერას სინჯების ქიმიური შედგენილობის გამოკვლევა. კერძოდ, მასში არსებული მთავარი იონების ( HCO3-, Cl-, SO42-, Ca2+, Mg2+, Na+ ) და ზოგიერთი მძიმე ლითონის (რკინა, სპილენძი, თუთია, ნიკელი, მანგანუმი) შემცველობის დადგენა; მიღებულ ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით კი მდინარის დაბინძურების ხარისხის შეფასება. მდინარე მაშავერას მინერალიზაცია სეზონურ ცვალებადობასთან ერთად იცვლება. კერძოდ, ზამთარში მინერალიზაცია უფრო დაბალია, ვიდრე გაზაფხულზე და ზაფხულში. მდინარის მინერალიზაციის მატებასთან ერთად კარბონატული კლასის წყლები გადადის კარბონატულ-სულფატურში და სულფატურში. კაზრეთში მადნეულის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატთან ახლოს აღებულ მდინარის სინჯებში მანგანუმის შემცველობა ზღვრულ დასაშვებ კონცენტაციაზე (0.1 მგ/ლ) ორჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა (0.2 მგ/ლ). სპილენძის შეცველობა იცვლება 2.98-3.9 მგ/ლ ფარგლებში, რაც 3-3.9 -ჯერ აღემატება ზედაპირულ წყლებში სპილენძის ზდკ-ს.


მიმაგრებული ფაილები:

მდინარე მაშავერაში მთავარი იონების და ზოგიერთი მძიმე ლითონის შემცველობა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com